პროფესიული სემინარი პარტნიორის სტატუსის მოპოვებისა და დაკარგვის გზები შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სამართალში, დაგეგმილია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ და ჩატარდება 2026 წლის 08 მაისს. სემინარი განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის - იურისტებისთვის/ადვოკატებისთვის.
სემინარის მიზანია სიღრმისეული ცოდნის გაზიარება. სემინარის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სემინარის წარმატებით გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
სემინარს გაუძღვება დარგის მაღალკვალიფიციური ექსპერტი, პროფესორი ირაკლი ბურდული.
სემინარის ფორმატი და სწავლების მეთოდი:
სემინარით გათვალისწინებული მოდულები განხორციელდება ჰიბრიდული, როგორც ფიზიკური, ასევე, დისტანციური ფორმატით. ადვოკატებს/იურისტებს რომლებიც საქმიანობენ რეგიონში შესაძლებლობა ექნებათ სემინარს დაესწრონ დისტანციურად. სემინარის ფარგლებში სწავლების მეთოდად გამოყენებული იქნება პრობლემებზე ორიენტირებული სწავლების, პრაქტიკული სავარჯიშოს განხილვის, სასამართლო და მმართველობითი პრაქტიკის ანალიზის, ინდივიდუალური დავალების შესრულების, კითხვა-პასუხის და სხვა რელევანტური მეთოდები.
სემინარის ხანგრძლივობა და შინაარსი:
სემინარი ჩატარდება 2026 წლის 08 მაისს, 11:00 საათიდან - 18:00 საათამდე, ადვოკატთა ასოციაციის ოფისში (მისამართი: თინათინ ვირსალაძის I ჩიხი N1, დიღომი).
სემინარზე რეგისტრაცია 2026 წლის 7 მაისის 13:00 საათამდე გაგრძელდება. კურსის ხანგრძლივობა შეადგენს ჯამში - 7 საათს. სემინარი მოიცავს შემდეგ თემატიკას:
- წევრობის უფლებამოსილებათა ერთობლიობის მოპოვების გზები;
- პარტნიორის სტატუსის ორიგინალური მოპოვება;
- წევრობის მოპოვება გარიგებითსამართლებრივ საფუძველზე;
- წევრობის მოპოვება მემკვიდრეობისა და სხვა იურიდიულ საფუძველზე;
- პარტნიორის სტატუსის დაკარგვის ნებაყოფლობითი და იძულებითი გზები;
- წევრობის დაკარგვის, ანუ დათმობის კანონმდებლობითა და საუკეთესო პრაქტიკით გათვალისწინებული ნებაყოფლობითი გზები;
- პარტნიორის სტატუსის დაკარგვის პარტნიორის ნების საწინააღმდეგო გზები, შესაძლო (მატერიალურ-სამართლებრივი) კანონმდებლობა, რომელიც მიზანშეწონილი იქნებოდა მსგავსი დავის კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტისთვის: კორპორაციულსამართლებრივი და ვალდებულებითსამართლებრივი სანქციის შესაძლო შედეგი; წილის დაკარგვის იძულებითი ღონისძიება თანაზომიერებისა და ლეგიტიმურობის კონტექსტში;
- ზოგადი და სპეციალური კერძო სამართალი;
- კომპანიის ბაზარზე შენარჩუნების პრიმატი და მისი ეკონომიკური საზრისი;
- კომპანიის შინაგანი უთანხმოების დაძლევის შესაძლო გზები;
- წილის გასხვისება;
- საზოგადოების გარდასახვა;
- სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაცია;
- „ურჩი“ პარტნიორის გარიცხვა;
- კანონმდებლობის ევოლუცია;
- მოქმედი კანონმდებლობის მიერ შემოთავაზებული გზები;
- საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობა საზოგადოების ხელშეკრულების შენარჩუნების პრიმატის კონტექსტში;
- სამეწარმეო საზოგადოების შენარჩუნების პრიმატი პარტნიორის წევრობასა და საკუთრების უფლებაზე;
- საზოგადოების ვალდებულებითსამართლებრივი საწყისი;
- საზოგადოების საერთო მიზნის მიღწევის ხელშეწყობა, როგორც გაერთიანების შექმნის მიზეზი და წევრობის საფუძველი;
- საკორპორაციო სამართლის პრიმატი; პარტნიორის სტატუსის შეწყვეტის წინაპირობა;
- წილის დაკარგვის საფუძველი;
- გარიცხვა შესატანის შეუტანლობის ან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო;
- ამორტიზაცია (Amortisation) - წილის „ამოღება“;
- კომპენსაციის უფლება (წილის ამოღებასთან მიმართებით);
- მნიშვნელოვანი საფუძვლით პარტნიორის განდევნა;
- ეროვნული კანონის ნორმის სტრუქტურა, შინაარსი და მისი სწორად განმარტების საკითხი;
- მნიშვნელოვანი საფუძველი;
- გარიცხვის პროცედურა;
- კომპენსაციის საკითხი.
სემინარის საფასური შეადგენს 350 ლარს. რეგისტრაციისთვის გთხოვთ, სრულყოფილად შეავსოთ და ატვირთოთ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული რეკვიზიტები.
საფასურის გადახდისას გთხოვთ, გამოიყენეთ შემდეგი საბანკო რეკვიზიტები და დანიშნულებაში მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და სემინარის დასახელება:
მიმღები ბანკი: სს "ბაზისბანკი"; ანგარიშის N GE27BS0000000004836000
სარეგისტრაციო პროცესში, კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 032 2 98 78 78 (შიდა ნომერი 5).




